Tuesday, May 17, 2011

From May 16, 2011
<table style="width:auto;"><tr><td><a href="https://picasaweb.google.com/lh/photo/0qjp12nSHabpaAia632c3f1myEoNUxcTGzNalJA63Mo?feat=embedwebsite"><img src="https://lh6.googleusercontent.com/_thbqEMrhJOU/TdImFLnzyzI/AAAAAAAAABE/omDA9XCR6U8/s144/nbaaaa.jpg" height="81" width="144" /></a></td></tr><tr><td style="font-family:arial,sans-serif; font-size:11px; text-align:right">From <a href="https://picasaweb.google.com/107344404783825398858/May162011?authkey=Gv1sRgCM-40YupjK6o7wE&feat=embedwebsite">May 16, 2011</a></td></tr></table>

NBa

<table style="width:194px;"><tr><td align="center" style="height:194px;background:url(https://picasaweb.google.com/s/c/transparent_album_background.gif) no-repeat left"><a href="https://picasaweb.google.com/107344404783825398858/May162011?authkey=Gv1sRgCM-40YupjK6o7wE&feat=embedwebsite"><img src="https://lh6.googleusercontent.com/_thbqEMrhJOU/TdIlslj2uDE/AAAAAAAAABE/vN4HytAAKDM/s160-c/May162011.jpg" width="160" height="160" style="margin:1px 0 0 4px;"></a></td></tr><tr><td style="text-align:center;font-family:arial,sans-serif;font-size:11px"><a href="https://picasaweb.google.com/107344404783825398858/May162011?authkey=Gv1sRgCM-40YupjK6o7wE&feat=embedwebsite" style="color:#4D4D4D;font-weight:bold;text-decoration:none;">May 16, 2011</a></td></tr></table>

Tuesday, April 19, 2011

NBA - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია



ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური კალათბურთის პრემიერ-ლიგა, რომელიც კანადისა და აშშ-ის 30 გუნდისგან შედგება. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს.

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, როგორ ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (Basketball Association of America - BAA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ ტაუერში.

NBA-ში მონაწილეობას იღებს 30 საკალათბურთო გუნდი:
აღმოსავლეთ კონფერენცია [რედაქტირება]

ატლანტიკის დივიზიონი:
ნიუ ჯერსი ნეტსი
ფილადელფია 76
ბოსტონ სელტიკსი
ტორონტო რაპტორსი
ნიუ იორკ ნიკსი

ცენტრალური დივიზიონი:
დეტროიტ პისტონსი
კლივლენდ კავალიერსი
ინდიანა ფეისერსი
ჩიკაგო ბულსი
მილუოკი ბაქსი

სამხრეთ აღმოსავლეთ დივიზიონი
ატლანტა ჰოუქსი
მაიამი ჰიტი
ორლანდო მეჯიქი
ვაშინგტონ ვიზარდსი
შარლოტ ბობქეთსი
დასავლეთ კონფერენცია [რედაქტირება]

ჩრდილო დასავლეთ დივიზიონი:
იუტა ჯაზი
ოკლაჰომა სიტი თენდერი
მინესოტა თიმბერვულვზი
დენვერ ნაგეთსი
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი

წყნარი ოკეანის დივიზიონი:
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ლოს ანჯელეს კლიპერსი
ფინიქს სანსი
გოლდენ სტეიტ უორიორსი
საკრამენტო ქინგზი

სამხრეთ დასავლეთ დივიზიონი:
სან ანტონიო სფურსი
დალას მევრიქსი
ჰიუსტონ როკეტსი
ნიუ ორლენ ჰორნეთსი
მემფის გრიზლისი

ტურნირი ტარდება თითოელი გუნდის მიერ რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩის გამართვისაგან და შედეგების მიხედვით თითოელი კონფერენციიდან პლეი-ოფში თამაშს აგრძელებს საუკეთესო 8-8 გუნდი

თებერვლის შუა რიცხვებში იმართება ნბა-ში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების შერჩევა ინტერნეტით მოთამაშეებზე ხმის მიცემით და შერჩეული მოთამაშეები მონაწილეობას იღებენ ყველა ვარსკვლავის მატჩში.

ქართული ჭიდაობა


სარწმუნო წყაროებით დასტურდება აგრეთვე ქალთა აქტიური მონაწილეობა სამხედრო-ფიზიკურ ვარჯიშებსა და საომარ მოქმედებებში. საყოველთაოდ ცნობილია თქმულება ამორძალების შესახებ. მდინარე თერმოდონტის მიდამოებში, სადაც ძველთაგანვე ქართველური ტომები სახლობდნენ, ქალებს ბავშვობიდან ავარჯიშებდნენ ცხენოსნობაში, მშვილდ-ისრის სროლასა და შუბის ტყორცნაში. ამორძალების შესახებ პირველ ცნობას ჰეროდოტე გვაწვდის, რომელსაც სხვადასხვა ვარიანტით გადმოგვცემენ შემდეგი დროის ბერძენი, რომაელი და ბიზანტიელი ავტორები. საქართველოში, კერძოდ, ხევსურეთში, არაგვისა და ალგეთის ხეობებში აღმოჩენილ ქალთა სამაროვნებში ნაპოვნია რკინის ისრის წვერები, სპილენძის ჯაჭვის პერანგი, ცხენოსნური აღკაზმულობა. ამორძალებთან ერთად უნდა გავიხსენოთ ასევე ხალხური თქმულება ამირანზე _ შუმერთა მეფის გილგამეშისა და ბერძნული პრომეთეს პროტოტიპზე, უბადლო მეომარსა და მონადირეზე, რომელსაც ღვთაებრივმა ნათლიამ “დაანათლა გაქანებული ხარის სიჩქარე და სიმარდე დაქანებული ზვავისა და თორმეტი უღელი ხარ-კამეჩის ღონე და მგლის მუხლი”. ამირანის სულიერი და ფიზიკური ძალმოსილების სამაგალითო ამბავი თაობიდან თაობაში გადადიოდა და საყოველთაო თაყვანისცემას იმსახურებდა.

ქართველები, ისევე როგორც სხვა ხალხები, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ ქედმოუხრელ ვაჟკაცებს, ჩუბინობით, სიჩაუქითა და სიმარჯვით განთქმულ მებრძოლებს, მონადირეებსა და მოასპარეზეთ. უწინარესად, ეს ითქმის საქართველოს მთიანეთზე, სადაც ფიზიკურ ძალას ლამის კულტად სახავდნენ. აქაური ცხოვრების წესი და მკაცრი ბუნებრივი პირობები განსაკუთრებულ გაწვრთნილობას, ამტანობასა და გამძლეობას მოითხოვდა, განუწყვეტელი ბრძოლები _ მრავალმხრივ სამხედრო მომზადებას. ხევსურეთში, სვანეთში, ფშავსა და სხვა კუთხეში სახალხო დღესასწაულებზე თუ სხვა დღეებში რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ყმაწვილთა გასაწვრთნელად და გამოსაცდელად. “ხევსურთა ფიზიკური მომზადების საშუალებანი მრავალფეროვანია და შეიცავს: მთაში სიარულს, რბენას, ხტომას სიგრძეზე, ქვის ტყორცნას მანძილზე და მიზანში (ხელით, შურდულით), მოძრავ თამაშობებს და ცეკვას მუსიკის თანხლებით, თხილამურებზე სიარულს, ფარიკაობას, მშვილდოსნობას, ცხენოსნობას, ჭიდაობას, ნადირობას" (მ. გორგაძე, “ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორია”. თბილისი, 1975 წ.). ვაჟა-ფშაველას ეთნოგრაფიულ ნარკვევში “ფშაველი და მისი წუთისოფელი”, რომელიც ფშავის მკვიდრთა ყოფა-ცხოვრებასა და ჩვეულებებს გვაცნობს, მიმოხილულია ფიზიკური აღზრდის, სპორტული პაექრობის ადგილი და მნიშვნელობა. სვანეთში დღემდე შემორჩენილია ძველისძველი ხალხური თამაშობები და ორთაბრძოლები, მათ შორის ჭიდაობა, ბურთით თამაში (“ლიბურთალ”), ქვის აწევა და გადატანა (“ბაჩა ლიკედ”), ბადროს მსგავსი ბრტყელი ქვის ტყორცნა (“ლასურ მატნოშ ბაჩა ლიკვანა”) და სხვ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ასპარეზობა ყოფილა ცხენების ჭენება. დოღში, რომელსაც სადგინს უწოდებდნენ, საუკეთესო თუში მხედრები გამოდიოდნენ. გამარჯვებულს ალამს გადასცემდნენ, რაც მეტად საპატიო ჯილდოდ ითვლებოდა. სერგი მაკალათია თავის ნაშრომში (“თუშეთი”. თბილისი, 1993 წ.) დეტალურად აღწერს სადგინის წესებს და იქვე გვიამბობს მშვილდოსანთა შეჯიბრებაზე, რომელსაც თუშები ღაბახს, ანუ საისრევლოს უწოდებდნენ: “მიზნად დებდნენ სხვადასხვა ნივთს (პურს, წინდას, ქისას და სხვა). ვინც მიზანში ისარს მოახვედრებდა, ნიშანიც მისი საკუთრება იყო”. ამგვარი შეჯიბრება სახალხო დღესასწაულებსა და რიტუალებზე იმართებოდა. მაგალითად, “სამეგრელოში მამაკაცის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად მხედრულ შეჯიბრებებს ატარებდნენ, რომლის პროგრამაში შეტანილი იყო: დოღი 10-15 კილომეტრზე, ყაბახი, თარჩია და მიზანში სროლა” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). ნიშანდობლივია, რომ აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.) თავის ცნობილ “არგონავტიკაში” ასევე გმირთა მოსაგონებლად გამართულ კოლხურ ასპარეზობებზე წერს: “არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ" (ა. როდოსელი, “არგონავტიკა”. თბილისი, 1948 წ.). ეს ცნობა მეტად ძვირფასი და საინტერესოა. როდოსელი ძვ. წ. VIII საუკუნის ამბებს აღწერს, რაც ქართულ ასპარეზობათა ტრადიციების სიძველეს ასაბუთებს. ამას გარდა, ირკვევა, რომ ქართველებს ჯერ კიდევ 28 საუკუნის წინათ ვრცელი საასპარეზო მოედანი ჰქონიათ.

“სამხედრო-ფიზიკური აღზრდის გარკვეული სისტემისა და მაღალი საასპარეზო კულტურის არსებობა, მათში შემავალ ფიზიკურ ვარჯიშობათა სახეებში ვარჯიშ-შეჯიბრებათა ჩატარება და წვრთნა სპეციალურ სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობათა არსებობასაც გულისხმობს და როგორც ქართული და უცხო ქვეყნების ისტორიული და ლიტერატურული პირველწყაროები ადასტურებენ, ასეთი კიდევაც არსებობდა ადრეული პერიოდიდანვე საქართველოში. აღნიშნულ წყაროებში სავარჯიშო ნაგებობათა შემდეგი სახელწოდებანია დაცული: “იპოდრომი” და “ცხენთსარბიელი”, “ასპარეზი” და “მოედანი”, “მერე”, “ფორი”, “მინდორი” და “სამღერელი”, “სათამაშო” და “სამორინე სახლი” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). პროკოპი კესარიელის მიხედვით, კოლხეთის ქალაქი აფსარე “ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით. ამჟამად აქედან სხვა არაფერი დარჩენილა, გარდა ნაშენობათა საძირკვლებისა” (გეორგიკა, ტ. 11. თბილისი, 1934 წ.). იოანე შავთელი თავის თხზულებებში არაერთხელ ახსენებს იპოდრომს და ასპარეზს: “იპოდრომსა განხმულობანი”, “ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი” და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ჩანაწერი იბერიის მეფის ფარსმან ქველის მხედრული მამაცობის შესახებ. კასიოსის ცნობით, II საუკუნეში ფარსმანი კეისრის თხოვნით რომს სწვევია და თანმხლებ რაზმთან ერთად მარსის მოედანზე ქართული ასპარეზობა გაუმართავს. ცხენოსნობაში თვით ფარსმანს არ ჰყოლია ბადალი (აღტაცებულ კეისარს იბერთა მეფის ცხენიანი ქანდაკების აღმართვა უბრძანებია), ჭიდაობაში კი მეფისწულ მითრიდატეს უმარჯვია _ ჯერ იქაური ფალავნები წაუქცევია, მერე კი ორი გავეშებული ხარიც დაუგდია.

ჩვენამდე მოღწეული წყაროებით დასტურდება, რომ ათლეტთა გამოსაცდელად, სხვადასხვა პერიოდულობით, ხალხმრავალი ასპარეზობებიც იმართებოდა. მართალია, “ბერძნულ ოლიმპიურ თამაშებში ქართველთა მონაწილეობა დღესდღეობით ისტორიულად დასაბუთებული არ არის, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ ქართველები, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ელინთა ოლიმპიადების მსგავს სპორტულ თამაშებს მართავდნენ” (ნოდარ გუგუშვილი, “ოლიმპიური ენციკლოპედია”. თბილისი, 1997 წ.). აქ უწინარესად იგულისხმება მესხი მკვლევარ-ეთნოგრაფის ივანე გვარამიძის მიერ გაზეთ “დროებაში” (¹ 217, 1882 წლის 17 ოქტომბერი) აღწერილი ე.წ. მესხური შეჯიბრებანი, რომელშიც სრულიად საქართველო მონაწილეობდა. ავტორი მიმოიხილავს ამ შეჯიბრებათა წინა ისტორიას და გვთავაზობს ვარჯიშთა ჩამონათვალს, მათ შორის “ჭიდაობის”, “მჯიღვით ბრძოლის”, “მხარდავერდის”, “ქოფის”, “ბურთაობანის” და ა. შ. აღწერილობას. ამგვარი ტურნირების კვალი ჩანს არმაზობის სახალხო დღესასწაულის ქრონიკებში, ცნობილი სანახაობის _ “ყეენობის” შესახებ შემორჩენილ ცნობებში: “ყეენობის პროგრამაში სხვა სანახაობათა შორის შეტანილი იყო ჭიდაობა, მუშტი-კრივი, ხის ხმლებით ფარიკაობა, შურდულით ქვის ტყორცნა” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”). გორის ტრადიციულ ასპარეზობათა აღწერისას, ა. თუმანიშვილი ყეენობას ოლიმპიადას ადარებს: “დღემდე გააჩნიათ ოლიმპიურ თამაშობათა მსგავსი რამ, რომელიც მოიცავს რბენას, ცეკვებში შეჯიბრებას, მუშტებითა და ხის ხმლებით კრივს”. მსგავსი თამაშები საერო თუ საეკლესიო დღესასწაულებზე ბევრგან იმართებოდა და პოპულარულიც იყო. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: “შემდგომად წირვისა... გავიდიან ასპარეზსა მეფე და წარჩინებულნი და მრავალნი ერნი, დასვიან ყაბახსა ზედა ოქროსა ანუ ვერცხლისა ჭურჭელი რაიმე და უწყიან ჩინებულთა და უფროს ჭაბუკთა ისართა სროლა... შემდგომად ამისა იქნების ბურთაობა”. XVII საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი მეგრელებზე წერს: “ისინი კარგი მეომრები და კარგი მხედრები არიან. ძალიან დახელოვნებულნი არიან შუბის ხმარებაში. მშვილდ-ისრის სროლას ოთხი წლიდან ასწავლიან ბავშვებს, რომლებიც ისე კარგად ეუფლებიან მას, რომ გაფრენილ პატარა ჩიტსაც ახვედრებენ ისარს” (“ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”. გამომცემლობა “მეცნიერება”. თბილისი,1975 წ.).

ტრადიციულ ეროვნულ ასპარეზობათა შორის უწინარესად უნდა მოვიხსენიოთ ცხენ-მხედართა შეჯიბრების პოპულარული ნაირსახეობები: ისინდი, მარულა, ყაბახი, თარჩია, მკერდაობა, ცხენბურთი (იგივე ჩოგანბურთი). მათზე მრავალფეროვანი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალა მოგვეპოვება. ცხენბურთის დეტალურ აღწერას მრავალი მეისტორიე და მწიგნობარი გვთავაზობს, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებოა იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერები. ის XVII საუკუნის 50-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, 16 წელი სამეგრელოში იცხოვრა და ქართულ ასპარეზობებზე, მათ შორის ჭიდაობაზე, ყაბახსა და ცხენბურთზე მეტად საინტერესო მასალები დაგვიტოვა. “ვინც თამაშობას იწყებს, იგი ბურთს დადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გააჭენებს. იმას ერთი-მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთი ჩოგნით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი, როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლა ახტება ზემოთ, მოთამაშე თავისი ჩოგნით უკან გადაისვრის: ყოველი მოთამაშე ამ ბურთისკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი ისე, რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს... ამგვარად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი” (არქანჯელო ლამბერტი, “სამეგრელოს აღწერა”. თარგმანი ალ. ჭყონიასი. თბილისი, 1937 წ.). იმავე საუკუნის მეორე იტალიელი მისიონერი დიონიჯო კარლი ქართველებზე წერს: “ამ ხალხის ამგვარ ვარჯიშობაში ნახვას არაფერი სჯობია. პირდაპირ განსაცვიფრებელია მათ მიერ ცხენის ოსტატური, ერთმანეთზე დაუჯახებელი მართვა, მიწიდან ბურთის აღება. ამასთან ისინი ისე დაბლა იხრებიან, რომ ბევრჯერ ვიფიქრე, ესაა გადმოვარდნენ და მიწაზე ზღართანს მოადენენ-მეთქი” (დიონიჯო კარლი, “თბილისის აღწერა”, თარგმანი ბეჟან გიორგაძისა. 1951 წ., კრებული 29). ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობათა ამსახველი არაერთი ტილო (“ჩოგან-ბურთი”, “ყაბახი”, “ნიშანში სროლა”, “ჩოგნით მობურთალი ქალი” და სხვ.) შექმნა ცნობილმა იტალიელმა მხატვარმა დონ კრისტოფორო დე კასტელიმ, რომელიც საქართველოში 1629 წელს ჩამოვიდა და თითქმის ყველა კუთხე მოიარა. ნახატებთან ერთად, უაღრესად მნიშვნელოვანია ავტორისეული წარწერები. მაგალითად, “ცხენოსანთა თამაში” ასეა განმარტებული: “უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნობას, როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა ხელოვნება ცხენოსნობაში, იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდი მოძრაობისა და გონების თანაარსებობას. მოთამაშენი როდი ვარდებიან ცხენებიდან.

ინფორმაცია მოძიებულია : http://msy.gov.ge/index.php?sec_id=248&lang_id=GEO
http://www.google.ge/imgres?imgurl=http://alternativa.ge/wp-content/uploads/2009/05/krivi-xridoli.jpg&imgrefurl=http://alternativa.ge/2009/05/04/%25E1%2583%2596%25E1%2583%259C%25E1%2583%2594%25E1%2583%259C%25E1%2583%2598-%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%259B%25E1%2583%2590%25E1%2583%25AA%25E1%2583%259D%25E1%2583%259C%25E1%2583%2598-%25E2%2580%2593-20-%25E1%2583%2599%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%25E1%2583%2595%25E1%2583%2598/&usg=__GBa_kGHHNf5Iyv3WFi7Ob0uQKL4=&h=707&w=382&sz=226&hl=ka&start=3&zoom=1&um=1&itbs=1&tbnid=dGpW-RMsRs92cM:&tbnh=140&tbnw=76&prev=/images%3Fq%3Dxridoli%26um%3D1%26hl%3Dka%26sa%3DG%26ndsp%3D20%26tbm%3Disch&ei=Xj-tTdfbMMPGtAa2sYjYDA

სპორტი საქართველოში

ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზენი ყოფილან და ეს მრავალი დოკუმენტით დასტურდება, უწინარესად _ ისტორიული, არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობებით. მათი კვლევა-ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით გავაშუქოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ ასპარეზობათა ქრონიკა, დავადგინოთ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის თავისებურებანი და ტრადიციულ სახეობათა წარმომავლობა, განვსაზღვროთ სპორტის ადგილი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფაში.

ფიზიკური ვარჯიშობანი, ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, იმთავითვე სამხედრო საქმეს უკავშირდებოდა, ფიზიკური აღზრდის სისტემა _ საბრძოლო ხელოვნების დაუფლებას. გვიანი ბრინჯაოს ხანის საქართველოში საბრძოლო იარაღებს შორის ფართოდ იყო გავრცელებული სატევარი, საბრძოლო ცული, შუბისა და ისრის პირები, ლახტის თავი (დასავლეთი საქართველო), მახვილი, ბრტყელი ისრის პირი, გრძელი შუბი, ნახევარწრიული ცული (აღმოსავლეთი საქართველო). ამ იარაღების დაუფლება და საბრძოლო არსენალის შევსება, ცხადია, სისტემატურ წვრთნასა და საგანგებო ფიზიკურ მომზადებას მოითხოვდა. სამხედრო საქმის განვითარების კვალობაზე იცვლებოდა და იხვეწებოდა ვარჯიშთა სისტემა, საბრძოლო ოსტატობა. ბერძენ და რომაელ მეისტორიეთა და მწერალთა გადმოცემით, ქართველური ტომები საუცხოო მეომრები ყოფილან. ამაზე მიუთითებს პროკოფი კესარიელის, ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, სტრაბონისა და სხვათა ჩვენამდე მოღწეული ჩანაწერები. მაგალითად, ქსენოფონტე ხალიბების შესახებ წერს, რომ “ეს იყო უმამაცესი ხალხი ყოველთა შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონიათ თავისი ლაშქრობის დროს”. აგათია სქოლასტიკოსის მიხედვით, “ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ბატონობდნენ. ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით”. სქოლასტიკოსი განსაკუთრებით მოუხიბლავს ლაზთა “ხასიათის სილამაზეს და სიცქვიტეს” (გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. III, თბილისი, 1939 წ.). გვიანდელი ავტორები, მათ შორის ქართველი ისტორიკოსები, აღნიშნავენ ადრე მონათმფლობელური საქართველოს წარჩინებულების მაღალ სამხედრო ხელოვნებას, მათ გაწვრთნილობას ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდ-ისრისა და შუბის ტყორცნაში. ლეონტი მროველის თანახმად, მირიან მეფე “იყო მეფე ძლიერი, გმირი და გოლიათი”, ფარსმან ქველი _ “ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემაერთებელი ბრძოლისა, უშიში, ვითარცა უხორცო”, ვახტანგ გორგასალი _ “უმშვენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურველი ქუეითი ირემსა მიეწიოს, უპყრას რქა და დაიჭიროს” (ქართლის ცხოვრება, 1957 წ.).

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება ურარტუში აღმოჩენილი ქვის სტელა ლურსმული წარწერით, რომელიც აკადემიკოსმა გიორგი მელიქიშვილმა ამოიკითხა. დასტურდება, რომ ურარტუს სახელმწიფოში გამართულ შეჯიბრებებში (მათ შორის, ცხენით ხტომასა და მშვილდ-ისრის ტყორცნაში) ხშირად მეფეებიც მონაწილეობდნენ და იმარჯვებდნენ. წარწერა გვამცნობს მენუასა და არგიშტის მეფობის დროინდელ ასპარეზობათა ამბებს. გიორგი მელიქიშვილის აზრით, “უეჭველია, რომ ურარტუში დიდი შეჯიბრებები იმართებოდა ცხენოსნობაში”.

როგორც ირკვევა, ანტიკური პერიოდის საქართველოში სამხედრო-ფიზიკური მომზადების საფუძველს შეადგენდა ცხენოსნობა, ნადირობა, ხელჩართული ბრძოლა (ბუმბერაზობა), ფარიკაობა, მშვილდოსნობა, შუბის მიზანში და სიშორეზე ტყორცნა, ხმალაობა და სხვა ვარჯიშობანი. ამ დასკვნამდე მიდიან მიხეილ გორგაძე, ვალერიან აფრიდონიძე, ავთანდილ ციბაძე, ვასილ ელაშვილი, ვახტანგ სიდამონიძე და ფიზიკური კულტურისა და სპორტის ისტორიის სხვა ცნობილი მკვლევრები. “საქართველოში ფიზიკურ ვარჯიშობათა შემდეგი სახეები არსებობდა: შუბისა და მშვილდ-ისრის ტყორცნა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, მუშტი-კრივი, მთამსვლელობა, სამხედრო გამოყენებითი ცეკვები, რბენა, სამწყობრო მომზადება, სიმძიმეების აწევა და გადაგდება, ფარიკაობა, ბურთაობა და ხარებზე და ხარებით ვარჯიშ-თამაშობანი, შურდულით ქვის ტყორცნა. სამხედრო-ფიზიკური აღზრდა სპეციალური აღმზრდელის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. არსებობდა სპეციალური სავარჯიშო-საშეჯიბრო ნაგებობანი. ეწყობოდა შეჯიბრებანი, მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში და გარკვეულ წარმატებას აღწევდნენ. არსებობდა შეჯიბრების მოწყობის ორგანიზაციული ფორმა და წესები” (ვ. აფრიდონიძე, “უშიში, ვითარცა უხორცო”, ქუთაისი, 1986 წ.)

სპორტი და მისი სახეობები

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადების და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.

სპორტის სახეობები:
სათამაშო სახეობები: ბადმინტონი, ბეისბოლი, კალათბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ჰოკეი, რაგბი, შვიდკაცა რაგბი
ზამთრის სახეობები: ბიატლონი, სათხილამურო სპორტი
საწყლოსნო სახეობები: აფროსნობა, კანოე, ცურვა, წყალში ხტომა
ორთაბრძოლები: კრივი, ფარიკაობა, ჭიდაობა, ძიუდო
მაგიდის სახეობები: მაგიდის ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი, ბრიჯი.
სხვა სახეობები: ველოსპორტი, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ცხენოსნობა, ძალოსნობა, ხუთჭიდი
სპორტული საგნები და იარაღები

საგნები: ბურთი - ჩოგანი - შტანგა - თხილამურები - ციგურები - რაპირა - ბირთვი - ბადრო - დისკო - ძელი - ხარიხა
აპარატები: ველოსიპედი - იახტა - კანოე - მოტოციკლი - ნავი - პლენერი

სპორტული შეჯიბრებები:
ევროპის ჩემპიონატი - ეროვნული ჩემპიონატი - მსოფლიო ჩემპიონატი - ოლიმპიური თამაშები - სპარტაკიადა - ტურნირი - უნივერსიადა
ტურ-დე-ფრანსი - უიმბლდონის ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა - ჯირო დ’იტალია



საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები

ფიფა - უეფა - ფიდე - ფიბა - აიბა - ფირა - ფილა - ირბ - NBA

2. ავსაჯანიშვილი, ნათელა

ფიზკულტურა და სპორტი მტკიცე ჯანმრთელობის, მაღალი შრომისუნარიანობისა და პროფესიული საიმედოობის საწინდარია/ნ. ავსაჯანიშვილი. ალკოჰოლი და ავტომობილის მართვა შეუთავსებელია/ო. ჯანგავაძე, რ. ტურაშვილი. თამბაქოს წევის მავნებლობის შესახებ/ო. ჯანგავაძე, ნ. ცქიტიშვილი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1988. - 26გვ. ; 19სმ.. - ზესათ.: საქ. სსრ წითელი ჯვრის საზ-ბის ცკ; საქ. სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნ.-კვლევ. ცენტრი. - 10კ., 9000ც.[MFN: 1648]

UDC: 613.83/84

თემატიკა:
- ფიზკულტურა და სპორტი; ჯანმრთელობი დაცვა; ალკოჰოლი და ავტომობილის მართვა; თამბაქოს წევის მავნებლობა;

F 63.978/3 - ხელუხლებელი ფონდი
K 206.292/3 - საერთო ფონდი
K 207.263/3 - საერთო ფონდი
P 1711/1988 - ხელუხლებელი ფონდი



3. ვაშაკიძე, რევაზ

ალკოჰოლიზმი და სპორტი. - თბ. : განათლება, 1989. - 11გვ. ; 20სმ.. - 3კ., 15000ც.[MFN: 2006]

UDC: 613.816 + 616.89-008.441.13 + 796

• სავანელი, ნინო (ავტ.);

თემატიკა:
- ალკოჰოლიზმი; სპორტი;

K 206.786/3 - საერთო ფონდი
K 206.787/3 - საერთო ფონდი
K 207.268/3 - საერთო ფონდი
F 64.515/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 444/1989 - ხელუხლებელი ფონდი



4. ბაქრაძე, გურამ

ქალი და თანამედროვე სპორტი. - თბ., 1990. - 32გვ. ; 19სმ.. - (ლექტორთა დასახმ./საქ. რესპ. ი. ჭავჭავაძის სახ. საზ-ბა "ცოდნა"; 8). - 30კ., 19700ც.[MFN: 4427]

UDC: 396 + 796.034-055.2

• სვანიშვილი, რომანოზ (ავტ.);

თემატიკა:
- ქალთა სპორტი;

K 213.224/3 - საერთო ფონდი
K 214.690/3 - საერთო ფონდი
F 67.018/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 1427/1990 - ხელუხლებელი ფონდი



5.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციები / საქ. სახალხო განათლ. სამ., ფიზ. აღზრდისა და სპორტის განყ-ბა ; [რედ.: ზ. ჩხობაძე]. - თბ. : ბავშვთა-მოზარდთა ცენტრ. რესპ. სასპორტო სკოლა, 1990. - 83გვ. : ილ. ; 19სმ.. - უფ., 500ც.[MFN: 4891]

UDC: 37.037.1(072) + 796.012.6(072)

თემატიკა:
- ფიზიკური აღზრდა სკოლაში;

F 65.759/3 - ხელუხლებელი ფონდი
K 210.213/3 - საერთო ფონდი
K 212.449/3 - საერთო ფონდი
K 212.450/3 - საერთო ფონდი
P 270/1990 - ხელუხლებელი ფონდი
PS 566/1990 - ხელუხლებელი ფონდი



6.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციები / საქართველოს სსრ სახალხო განათლ. სამინისტრო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განყ-ბა. - თბ. : ბავშვთა მოზარდთა ცენტრ. რესპ. სასპორტო სკოლა, 1990. - 66გვ. : ილ. ; 19სმ.. - უფასო, 500ც.[MFN: 4892]

UDC: 37.037.1(072) + 796.012.6(072)

თემატიკა:
- ფიზიკური აღზრდის მეთოდიკა სკოლაში;

PS 564/1990 - ხელუხლებელი ფონდი



7.

ბავშვთა-მოზარდთა სასპორტო-სკოლისა და ბავშვთა-მოზარდთა ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზებული სასპორტო სკოლის დროებითი დებულება; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სპორტის სახეობების მიხედვით სპეციალიზებულ კლასებში გახანგრძლივებული დღის სწავლებისა და გაღრმავებული სასწავლო - საწვრთნელი პროცესის დებულება : დაამტკ...29 IV1992 წ.. - თბ., 1992 (განათლ. სამ. სტ.). - 24გვ. ; 20სმ.. - უფ., 500ც.[MFN: 5788]

UDC: 373.58:796 + 373.5.037.1(072)

თემატიკა:
- ბავშვთა სასპორტო სკოლები;

K 217.816/3 - საერთო ფონდი
F 68.219/3 - ხელუხლებელი ფონდი



8.

ბავშვთა-მოზარდთა სასპორტო სკოლისა და ბავშვთა-მოზარდთა და ახალგაზრდობის ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზებული სასპორტო სკოლის ტიპიური დებულება; ზოგად-საგანმანათლებლო სკოლებში სპორტის სახეობის მიხედვით სპეციალიზებულ კლასებში გახანგრძლივებული დღის სწავლებისა და გაღრმავებული სასწავლო-საწვრთნელი პროცესის დებულება : დამტკ...22 IV 1994წ. - თბ., 1994 (სტ. N1). - 40გვ. ; 20სმ.. - ფ.ა.[MFN: 5789]

UDC: 373.58:796 + 373.5.037.1(072)

თემატიკა:
- ბავშვთა სასპორტო სკოლები;

K 221.497/3 - საერთო ფონდი
F 70.216/3 - ხელუხლებელი ფონდი



9.

უმაღლესი მათემატიკის ელემენტები : მეთოდ. სახელმძღვ. საქ. სახელმწ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიის სტუდ. / საქ. სახელმწ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემია ; [შემდგ.: რევაზ სალუქვაძე, კარლო მოისწრაფიშვილი, მერაბ მირცხულავა]. - თბ., 1998. - 27გვ. ; 20სმ.. - ბროშურას ახლავს შემდგენლის მინაწერი. - [1ლ.], 100ც.[MFN: 9554]

UDC: 517(072)

• სალუქვაძე, რევაზ (შემდგ.); მოისწრაფიშვილი, კარლო (შემდგ.); მირცხულავა, მერაბ (შემდგ.);
• საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია (თბილისი);

თემატიკა:
- უმაღლესი მათემატიკა;

F 75.052/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 159/1998 - ხელუხლებელი ფონდი



10.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციები / საქ. გან. სამ. ფიზ. აღზრდის განყ-ბა ; [რედ.: ბ. ჩხობაძე]. - თბ., 1991 (განათლ. სამ. სტ.). - 78გვ. ; 20სმ.. - უფ., 300ც.[MFN: 9627]

UDC: 373.5.037.1(072)

• ჩხობაძე, ბ. (რედ.);

თემატიკა:
- ფიზიკური აღზრდის მეთოდიკა;

F 67.411/3 - ხელუხლებელი ფონდი