Tuesday, April 19, 2011

NBA - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია



ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. National Basketball Association, NBA) — ჩრდილოეთ ამერიკის მამაკაცთა პროფესიონალური კალათბურთის პრემიერ-ლიგა, რომელიც კანადისა და აშშ-ის 30 გუნდისგან შედგება. NBA არის ოთხი უმთავრესი ჩრდილოეთამერიკული პროფესიული სპორტული ლიგის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს NHL-ს, NFL-სა და MLB-ს.

ლიგა ქალაქ ნიუ-იორკში დაარსდა 1946 წლის 6 ივნისს, როგორ ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (Basketball Association of America - BAA). ლიგის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუს #645-ში მდებარე ოლიმპიკ ტაუერში.

NBA-ში მონაწილეობას იღებს 30 საკალათბურთო გუნდი:
აღმოსავლეთ კონფერენცია [რედაქტირება]

ატლანტიკის დივიზიონი:
ნიუ ჯერსი ნეტსი
ფილადელფია 76
ბოსტონ სელტიკსი
ტორონტო რაპტორსი
ნიუ იორკ ნიკსი

ცენტრალური დივიზიონი:
დეტროიტ პისტონსი
კლივლენდ კავალიერსი
ინდიანა ფეისერსი
ჩიკაგო ბულსი
მილუოკი ბაქსი

სამხრეთ აღმოსავლეთ დივიზიონი
ატლანტა ჰოუქსი
მაიამი ჰიტი
ორლანდო მეჯიქი
ვაშინგტონ ვიზარდსი
შარლოტ ბობქეთსი
დასავლეთ კონფერენცია [რედაქტირება]

ჩრდილო დასავლეთ დივიზიონი:
იუტა ჯაზი
ოკლაჰომა სიტი თენდერი
მინესოტა თიმბერვულვზი
დენვერ ნაგეთსი
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი

წყნარი ოკეანის დივიზიონი:
ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ლოს ანჯელეს კლიპერსი
ფინიქს სანსი
გოლდენ სტეიტ უორიორსი
საკრამენტო ქინგზი

სამხრეთ დასავლეთ დივიზიონი:
სან ანტონიო სფურსი
დალას მევრიქსი
ჰიუსტონ როკეტსი
ნიუ ორლენ ჰორნეთსი
მემფის გრიზლისი

ტურნირი ტარდება თითოელი გუნდის მიერ რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩის გამართვისაგან და შედეგების მიხედვით თითოელი კონფერენციიდან პლეი-ოფში თამაშს აგრძელებს საუკეთესო 8-8 გუნდი

თებერვლის შუა რიცხვებში იმართება ნბა-ში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელების შერჩევა ინტერნეტით მოთამაშეებზე ხმის მიცემით და შერჩეული მოთამაშეები მონაწილეობას იღებენ ყველა ვარსკვლავის მატჩში.

No comments:

Post a Comment